"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 15 მაისი 2024, 18:02
ანალიტიკოსი, გიორგი რუხაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე კატასტროფული ვითარებაა.

„ჯერ კიდევ არ გათენებულა და საქართველოს ბანკის აქციები 10 პროცენტით დაეცა, ბოლო 2 კვირაში ბანკის კაპიტალიზაციიდან მილიარდ ნახევარზე მეტი აორთქლდა. წარმოგიდგენიათ სანქციების დაწესებისა და ამერიკული და ევროპული დახმარების გაჩერების შემთხვევაში რა მოხდება“,- დაწერა გიორგი რუხაძემ. 

„პრაიმტაიმი“ ეკონომისტ, გიორგი ცუცქირიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, საფონდო ბაზარს მსგავსი რყევები ახასიათებს. 

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საფონდო ბაზარს, მსგავსი რყევები და დინამიკა ახასიათებს. (ცალკეული კომპანიების აქციებს ვგულისხმობ) და ბუნებრივია, რომ ეს ჩვენთანაც გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო. გამომდინარე  იმ აქციებიდან, რომელიც ბოლო სამი კვირაა გრძელდება. ცვლილება აქციის ფასზე, ხდება არამხოლოდ მაშინ, როცა კომპანიების ფინანსური მონაცემები ქვეყნდება, არამედ, მაშინაც, როცა ხდება გარკვეული ნეგატიური ინფორმაციის გასვლა, ამ შემთხვევაში, ქვეყანას ვგულისხმობ, სადაც ეს კომპანია ოპერირებს. ამიტომ, აქ არაფერი მოულოდნელი არ არის. მაგრამ თემა, რომ 10 პროცენტით შემცირდა და კატასტროფა ხდება, ეს არის არასწორი.

კაპიტალიზაცია კი მცირდება გარკვეულწილად, მაგრამ არსად ორთქლდება. როცა პოლიტიკური აქციები თავის პიკურ სიტუაციაშია, ყველგან ხდება,- აქციების ფასზე ნეგატიური ზეგავლენა. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ პიკური სიტუაცია გადავიდა, კანონი მიღებულია, ამის გარდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს გამოსვლები ზედმეტად სპეკულაციური იყო. ინფორმაცია, როგორც კი იცვლება ნეგატიური პოზიტიურით, მაშინვე ხდება შენელება ვარდნის და შემდეგ, ისევ აწევა.

ინვესტორები, ინფორმაციას უყურებენ, პირველ რიგში. ფასი რატომ ეცემა? - ინვესტორები, როცა იღებენ  ნეგატიურ ინფორმაციას იმის შიშით, რომ ხვალ ეს აქტივი, კიდევ უფრო გაუფასურდეს, უბრალოდ გაყიდვას იწყებენ. მეორე მომენტია, რომ აღდგენა სწრაფად ხდება. როცა აქცია იაფდება, უფრო მეტი ყიდულობს. ეს პროცესია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში და არანაირი კატასტროფა ეს არაა. მე გავეცანი ამ კომენტარს. ეს არის უფრო სპეკულაციური ნაწერი. ვარდნის ზეგავლენა, ეკონომიკაზე რომ ხდებოდეს, ეს აისახებოდა სავალუტო კურსზე, ამან შეიძლება შეამციროს ფულადი გზავნილები. ჩვენ ვხედავთ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები, დღეს არ არის გაუარესებული. სწრაფადვე მოხდება აწევა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გიორგი ცუცქირიძე. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი