აჭარაში ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
915 31 მაისი 2020, 20:15
აჭარაში ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში, დეველოპერული კომპანიის „რედკოს“ ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

,,სიმბოლურია, რომ დღეს გლობალური გამოწვევის კვალდაკვალ, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო დღემდე ებრძვის პანდემიას, საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი რეგიონისთვის და განსაკუთრებით ქობულეთისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ჩვენ ძალიან მალე უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნოთ განვითარების იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც აქამდე გვქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღმშენებლობა გრძელდება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ გრძელდება ქობულეთში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც. იმ კონკრეტულმა ღონისძიებებმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა ვირუსთან ეფექტურად ბრძოლის ფარგლებში, მოგვცა საშუალება, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა, დავიწყოთ ტურისტების მიღება, გაგრძელდეს საინვესტიციო პროექტები და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყაროს საფუძველი,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

  ახალი საინვესტიციო პროექტი მოიცავს 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტს, Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო aloft-ის 119 სასტუმრო ნომერს და ორი ნაწილისგან შემდგარი "Bamboo Beach Tsikisdziri"- ის მშენებლობას. მისი ჯამური ღირებულება 70 მილიონი ლარია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
არქივი