არასტაბილურობა, წარმოქმნის რა გაურკვევლობას და ნეგატიურ მოლოდინებს, პირველ რიგში სავალუტო კურსზე აისახება ნეგატიურად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
822 19 ნოემბერი 2019, 15:20
ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ეკონომიკაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ზეგავლენის შესახებ წერს. მისი შეფასებით, გაუგებრობა და არასტაბილურობა აისახება ლარის კურსზე და მთლიანად ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სოციალურ მდგომარეობაზე:

„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია. არადა ეკონომიკაზე პოლიტიკური პროცესების ზეგავლენა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ჩვენნაირ ჯერ კიდევ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში. ავღნიშნავ, რომ ქვეყანა ვითარდება და კვლავ მზარდია წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, რაც ექსპორტის ზრდის და იმპორტის შემცირებით მიმდინარეობს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 3 035.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს , რაც 10.4 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 7 331.2 მლნ. აშშ დოლარს, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5.3 % _ით არის გაუმჯობესებული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, საგარეო მოწყვლადობის შემცირების თვალსაზრისით რაც აისახა კიდეც ქვეყნის გაუმჯობესებულ საკრედიტო რეიტინგებში და დღეს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 41.4 პროცენტია.

ნიშანდიბლია, რომ ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტით არის გაზრდილი და 1 889.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ ექსპორტის ზრდის დინამიკაში კვლავ მზარდია ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, რაც მთლიანი ექსპორტის 22.6 % შეადგენს, ხოლო გასულ წელთან შედარებით მთელი 14 % -ით არის გაზრდილი და აჩვენებს იმ დადებით ეფექტსაც, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით მიიღო ქვეყანამ.

ახლა რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, და მის შესაძლო ნეგატიურ ზეგავლენას ეკონომიკაზე. თუ გავიხსენებთ თუნდაც 20-21 ივნის განცითარებული პროცესების, ზეგავლენას ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა, წარმოქმნის რა გაურკვევლობას და ნეგატიურ მოლოდინებს, პირველ რიგში სავალუტო კურსზე აისახება ნეგატიურად. ყველაზე დიდი რყევაც ლარმა სწორედ 25 ივნისიდან დაიწყო. თავის მხრივ ჯერ კიდევ ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულებიდან გამომდინარე, ასევე აისახება გაზრდილ ფასებზე და ინფლაციის ისედაც გაზრდილ მაჩვენებელზე.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე მაკროდონეზე შეანელებს საშუალოვადიან პერიოდში ექსპორტსაც და ეკონომიკურ ზრდასაც. სუსტი ლარი ექსპორტზე კი მოქმედებს ერთის მხრივ დადებითად, მაგრამ ამავდროულად საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების თვითღირებულებაში იმპორტდამოკიდებულებიდან გამომდინარე, გააძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას. გაზრდილი ინფლაცია ეროვნულ ბანკს აიძულებს გაამკაცროს ბოლო პერიოდში ისედაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა საპროცენტო განაკვეთების ზრდით, რასაც ექსპორტის ზრდის ტემპების შენელებასთან ერთად, ეკონომიკის ზრდაზე ექნება ნეგატიური ზეგავლენა.

დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სულ სხვა პრობლემები აწუხებს იქნება ეს დასაქმება თუ ხვალინდელი პერსპექტივა, ეს თუნდაც IRI ბოლო კვლევამაც დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (24.7%), ასევე მედიკამენტების (23.7%), მინერალური და მტკნარი წყლების (24.6%) და ყურძნის ნატურალური ღვინოების (12.7%) ექსპორტი.
ბოლო წლებში წმინდა ექსპორტის მზარდ დინამიკას ადასტურებს თუნდაც 2018 წლის შედეგები. გასულ წელს ექსპორტი 22.7 პროცენტით გაიზარდა და 3 355.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 15 პროცენტით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს და 9 136.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა.

მიმაჩნია, რომ ეს არის შედეგი საქართველოს მთავრობის მხრიდან გაწეული საქმიანო ისა, რაც ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით ხორციელდება. პირველ რიგში თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებასაც.“

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი