ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 3-პროცენტიან სამიზნე ნიშნულს დაუბრუნდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
545 03 თებერვალი 2022, 17:12

2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა.

„ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მასშტაბით ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ინფლაციის მიზნობრივზე მაღალ დონეზე შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე, ასევე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების მაღალმა ზრდამ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ცინცაძემ.

ამასთან, მისი თქმით, „არსებული წლიური ინფლაცია რეკორდული არ არის და აქამდეც ფიქსირდებოდა ამაზე გაცილებით მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი. მაგალითისთვის მოვიყვანდი 2011 წელს, როდესაც ინფლაციამ 14,3 პროცენტი შეადგინა.“

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, არსებული პროგნოზით უკვე გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ 3-პროცენტიან სამიზნე ნიშნულს დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინული ძალები ყირიმში წელს იმიტომ ვერ შევიდნენ, რომ დასავლეთმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერს მიმართა - კარგი გეგმა გვაქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის, მჯერა, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა
არქივი