უკრაინის პირველი პრეზიდენტი გარდაიცვალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 10 მაისი 2022, 23:14
უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ უკრაინულ მედია პოლიტიკოსის ოჯახის წრის წყაროს დაყრდნობით იუწყება. ის დღეს გარდაიცვალა.

კრავჩუკს 10 იანვარს 88 წელი შეუსრულდა. 

როგორც მედია იუწყება, უკრაინის პირველი პრეზიდენტი გასული წლის ივნისში გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ რამდენიმე თვე რეანიმაციაში დაჰყო. 

კრავჩუკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რადას დეპუტატმა ირინა გერაშჩენკომ ოფიციალურად დაადასტურა. "ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა", - დაწერა გერაშჩენკომ ფეისბუქზე.

რადას ყოფილმა სპიკერმა დიმიტრი რაზუმკოვმა კრავჩუკის გარდაცვალებას დიდი დანაკლისი უწოდა. "დიდი დანაკლისი მთელი უკრაინისთვის. დღეს გარდაიცვალა ლეონიდ კრავჩუკი, უკრაინის პირველი პრეზიდენტი, უმაღლესი რადას პირველი ხელმძღვანელი და თანამედროვე უკრაინის სახელმწიფოებრიობის ფუძემდებელი... სწორედ მისი თავმჯდომარეობის დროს მიიღო პარლამენტმა უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ლეონიდ მაკაროვიჩი იყო ის, ვისაც 90-იან რთულ წლებში ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღება არ შეეშინდა. “- წერს რაზუმკოვი ტელეგრამის თავის არხზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს? - კიდევ რამდენი „ნაცი“ გაბედავს მოძალადის დაცვას, უნდა დავაკვირდეთ
უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღო
ლევან ხაბეიშვილი - ევროკავშირმა მხარი დაუჭირა პოლონელი ექიმების შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან, თუმცა „რუსული ოცნება“ ამ პროცესს მიზანმიმართულად აჭიანურებს
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც ახალგაზრდებს ფარად იყენებენ
საარჩევნო საკითხებზე ბათუმში მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
არქივი