2018 წელს 194 სახელმწიფო უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურება, 2 მლნ ლარამდე გაიზარდა და 20 მლნ ლარს გადააჭარბა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
808 11 ოქტომბერი 2019, 13:04

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, 2018 წელს 194 სახელმწიფო უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურება [ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი] 2 მლნ ლარამდე გაიზარდა და 20 მლნ ლარს გადააჭარბა.

ორგანიზაციის ცნობითვე, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 4%-ით გაიზარდა და ჯამში 1037 ადამიანი შეადგინა.

TI-მ სულ 216 საჯარო უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა ორგანიზაციას დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 194- მა საჯარო უწყებამ მიაწოდა.

“საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს  – 1037.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინული ძალები ყირიმში წელს იმიტომ ვერ შევიდნენ, რომ დასავლეთმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერს მიმართა - კარგი გეგმა გვაქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის, მჯერა, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა
არქივი