„S&P“-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება ცალსახად კარგი ამბავია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
842 12 ოქტომბერი 2019, 15:45

„S&P“-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება ცალსახად კარგი ამბავია როგორც ქართველი ბიზნესმენებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს მიერ სტაბილური განვითარების, შემოსავლების ზრდის, ექსპორტის დივერსიფიცირების შემთხვევებში კომპანია კვლავ გადახედავს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს მისი გაუმჯობესების მიმართულებით,“ - განაცხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“.

გიორგი პერტაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ასევე, დადებითადაა შეფასებული მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, ექსპორტის გაფართოებას და ინვესტიციების მოზიდვას. ​

პოზიტიურადაა შეფასებული სახელმწიფოს მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები. ამასთან, სარეიტინგო სააგენტოს აქვს მოლოდინი, რომ ეს ღონისძიებები და ქმედებები მომავალშიც გაგრძელდება.

სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განცხადებით, კომპანიის დასკვნაში საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურად არის შეფასებული, მათ შორის, მისი მდგრადობა გარე და საშინაო შოკების მიმართ.

მისი თქმით, კომპანიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სანქციებს საჰაერო მიმოსვლაზე რუსეთსა და საქართველოს შორის ივლისსა და აგვისტოში ჰქონდა უარყოფითი გავლენა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე.

თუმცა, აღნიშნული ნეგატიური გავლენა იყო შეზღუდული, რამდენადაც უკავშირდებოდა მხოლოდ პირდაპირი ფრენების აკრძალვას და ასევე, არ მოჰყოლია სანქციები ქართული ღვინის ექსპორტსა და ფულად გზავნილებზე. რუს ვიზიტორებს შეუძლიათ ქვეყანას ესტუმრონ სახმელეთო გზით და არა პირდაპირი ფრენების საშუალებით. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით არსებობს პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობაც.

ამავე დროს, გიორგი პერტაია ყურადღებას ამახვილებს „S&P“-ის მიერ ნახსენებ ეკონომიკურ რისკებს, რომელთა შორისაა ეკონომიკური ზრდის შენელება რუსეთსა და თურქეთში, რომელიც რეცესიასთან ახლოსაა და მათი ვალუტების გაუფასურება. მისი თქმით, ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს ჩვენს მიერ პროგნოზირებულ წინსვლაში. „ორივე ქვეყანა ჩვენ ძირითად სავაჭრო პარტნიორებს განეკუთვნება და ამ ქვეყნებში რაც ხდება, ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი