მივცემთ ანაკლიის კონსორციუმს საშუალებას, 2019 წლის ბოლომდე მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე საერთაშორისო ბანკებიდან სახსრები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
825 16 ოქტომბერი 2019, 00:02

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, მოვშალოთ იგი დღესვე ,ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, რა ბედი ელის ანაკლიის პორტს, მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტას არ აპირებს და ვალდებულებების შესრულების ვადას წლის ბოლომდე აძლევს.

"მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, მოვშალოთ იგი დღესვე იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვერც საკუთარი კაპიტალის მოპოვების ვალდებულება და ვერც ბანკებთან წინასწარი შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რომ ჩვენ არც ერთ ოპონენტს, მათ შორის კონსორციუმს და არც პოლიტიკურ ოპოზიციას, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და ჩვენ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე საერთაშორისო ბანკებიდან სახსრები“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმითვე, მიესალმება ინვესტორების არსებობას, რომლის შესახებაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

„ მე დღეს მოვისმინე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომ 5 -6 ინვესტორი ჰყავს კონსორციუმს განხილვის რეჟიმში. ცხადია, მივესალმებით ინვესტორების არსებობას, სწორედ ამის გამო, არ შევწყვეტთ ამ ხელშეკრულებას და კონსორციუმს მივცემთ შესაძლებლობას და მის ინვესტორებს, რომ მიაღწიონ შეთანხმებებს იმისთვის, რომ ამ პროექტში მოიზიდონ საკუთარი კაპიტალი“, - აღნიშნა მინისტრმა.







სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი