ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეტანილი საჩივრები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
217 25 იანვარი 2023, 23:16

 ფაქტები მიუთითებს, რომ დღეს ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეტანილი საჩივრები. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლესთან და სასამართლოსთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეს აქვს ნდობა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია, თუკი ვინმეს შეიძლება ჰქონდეს ევროპის ფარგლებში, ეს არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო. თუკი ვსაუბრობთ კითხვის ნიშნებზე, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს შეიძლება ჰქონდეთ, შეფასებაში და პოლიტიკური დისკუსიაში კი არ უნდა შევიდეთ, არამედ უნდა ვისაუბროთ ფაქტებით. ფაქტები მიუთითებს, რომ დღეს ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეტანილი საჩივრები. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლესთან და სასამართლოსთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეს აქვს ნდობა. მოქალაქე სამართალს პოულობს საქართველოში, შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში მიმართვა არ არის საჭირო“, - აცხადებს ოხანაშვილი.

მისივე თქმით, თუ 2012 წლამდე 4-6-ჯერ მეტი მიმართვიანობა იყო სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ, დღეს ეს ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი და თუ მაშინ წელიწადში 400-ზე მეტი საქმე შედიოდა, დღეს ეს არის წელიწადში მაქსიმუმ 140 საქმე.

„რაც შეეხება სასამართლო სისტემის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, ეს არის სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. ამ მიზანს შედეგი უნდა ჰქონდეს ის, რომ მოქალაქემ დაკარგოს ნდობა სასამართლოსადმი. ეს არის ნდობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლიდან დაიწყო სისტემური რეფორმებით და ზოგადად იუსტიციის სფეროში რეფორმების შედეგად მოქალაქეებს დავუბრუნეთ ნდობა სასამართლოსადმი“, - აცხადებს ოხანაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი