ბიზნესის კეთების სიმარტივის 2020 წლის რეიტინგში საქართველო 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
527 24 ოქტომბერი 2019, 14:17
ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) 2020 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. შესაბამის კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა, რადგან 2019 წლის ანგარიშში ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებდა.

ამასთან, 2020 წლის ანგარიშში საქართველო შეფასებულია 83,7 ქულით. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შეადრებით 0,2 ქულით გაუმჯობესდა.

რეიტინგის შედგენა 10 ინდიკატორის მიხედვით ხდება. აქედან საქართველოს ხუთ ინდიკატორში ქულების მატება აქვს, ხუთი ინდიკატორის ქულა კი უცვლელი დარჩა.

საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხით აქვს. ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ახალი ზელანდია უსწრებს, ხოლო მეხუთე ადგილზეა საკუთრების რეგისტრაციის ინდიკატორით. მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვის მხრივ საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ მშენებლობის ნებართვების მხრივ გააუმჯობესა მშენებლობის ხარისხის კონტროლი ინფორმაციის საჯაროობის გაზრდით.

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ახალი ზელანდია 86,8 ქულით, მას მოჰყვებიან სინგაპური, ჰონგ კონგი, დანია, სამხრეთ კორეა და აშშ-ი. საქართველოს გარდა, პირველ ათეულში კიდევ დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და შვედეთი. 190 ქვეყანას შორის ბოლო სამეულს ვენესუელა, ერითრეა და სომალი წარმოადგენენ.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში სომხეთი 47-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 34-ეზე, თურქეთი 33-ეზე, რუსეთი – 28-ეზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის პირველი პრეზიდენტი გარდაიცვალა
პუტინი - ნატო-ს ქვეყნებმა არ მოისურვეს ჩვენი გაგონება. ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, მათ ჰქონდა სრულიად განსხვავებული გეგმები და ჩვენ ამას ვხედავდით, საფრთხე იზრდებოდა ყოველდღიურად. რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას
ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 3-პროცენტიან სამიზნე ნიშნულს დაუბრუნდება
თამარ იოსელიანი - ფოთის ახალი ნავსადგური დაასაქმებს 200-მდე ადამიანს
აშშ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი - ფოთის ახალი ნავსადგურის პროექტის წარმატებით დასრულება პარტნიორი ქვეყნებიდან ახალი ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას იძლევა
არქივი