ჩოგბურთში, ამერიკის ღია პირველობა იაპონელი ნაომი ოსაკას გამარჯვებით დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
829 13 სექტემბერი 2020, 14:48

 ჩოგბურთში, ამერიკის ღია პირველობა იაპონელი ნაომი ოსაკას გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ბელარუსი ვიქტორია აზარენკა სამ სეტში, 1:6, 6:3, 6:3 დაამარცხა და ტიტულს მეორედ დაეუფლა.

ნაომიმ ფინალამდე იაპონელი დოი მისაკი, იტალიელი კამილა ჯიორჯი, უკრაინელი მარტა კოსტიუკი, ესტონელი ანეტ კონტავეიტი, ამერიკელი შელბი როჯერსი და ასევე ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი დაამარცხა.

 ნაომიმ ამერიკის ღია პირველობა ბოლო 3 წელში მეორედ მოიგო. ოსაკამ 2018 წლის ფინალში სერენა უილიამსს 6:2, 6:4 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი