დანიის ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი მოედანზე დაეცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
798 12 ივნისი 2021, 21:30

ევროპის ჩემპიონატზე, კოპენჰაგენში, დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩის 42-ე წუთზე დანიის ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი მოედანზე დაეცა. მას პირველადი დახმარება მოედანზე აღმოუჩინეს, რამდენიმე წუთის განმავლობაში გულის მასაჟი გაუკეთეს, რის შემდეგაც სათამაშო მოედნიდან გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

რამდენიმე წუთის განმავლობაში მისი ჯანმრტელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობი იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ სტადიონზე გამოაცხადეს, რომ ის ცოცხალია და საავადმყოფოში გააგრძელებს მკურნალობას. 

მომხდარის გამო დანია-ფინეთის მატჩი შეწყდა და რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი თუ როდის განახლდება მატჩი. 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი