ლაშა ტალახაძე - ძალიან დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს და იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
474 04 აგვისტო 2021, 20:19

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ტოკიოდან ვიდეოს ავრცელებს რომელშიც ოქროს მოპოვების შემდეგ ლაშა ტალახაძე კომენტარს აკეთებს.

ქართველმა სპორტსმენმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან გახარებული ვარ დღეს იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მეორედ მოვიპოვე ოლიმპიური ოქროს მედალი, რაც ძალიან სასიხარულოა. ამდენი ხანი მოუთმენლად ველოდები ამ შეჯიბრს და დადგა ეს ნანატრი წუთებიც. ძალიან დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს და იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში“, - აცხადებს ლაშა ტალახაძე, რომლის კომენტარსაც ტოკიოდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი