თომას ბახი ოპტიმიზმით უყურებს ოლიმპიური თამაშების ვადებში ჩატარებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
733 20 მარტი 2020, 21:58

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარების გრაფიკთან მიმართებით, მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, მიუხედავად რთული ვითარებისა, ის ოპტიმიზმით უყურებს თამაშების ვადებში ჩატარებას.

„კრიზისი ჩვენც ისევე შეგვეხო, როგორც ყველა სხვა დანარჩენს. როგორც ყველა, ჩვენც საგონებელში ვართ. ჩვენ სხვა პლანეტაზე არ ვცხოვრობთ. ჩვენ  ჩვენი საზოგადოების შუაგულში ვართ,“ - განაცხადა თომას ბახმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტოკიო-2020-ის უფრო გვიან ჩატარების გეგმას ამუშავებს, IOC-ის პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს იქნებოდა იმის ნიშანი, რომ თამაშების მომავალთან დაკავშირებით ეჭვი გვეპარება.

„არ ვიცით, რა ვითარება იქნება. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სცენარს ვითვალისწინებთ, მაგრამ ბევრი სხვა სპორტული ორგანიზაციისგან და პროფესიული ლიგებისგან განსხვავებით, თამაშებამდე ოთხთვენახევარი გვაშორებს. გამოდის, რომ ისინი უფრო ოტიმისტები არიან, ვიდრე ჩვენ, რადგან მათმა უმეტესობამ თავიანთი ღონისძიებები გადადეს აპრილის ან მაისის ბოლომდე. ჩვენ შემთხვევაში საუბარია ივლისის ბოლოზე. ის, რაც კრიზისს ასეთ განსაკუთრებულს და რთულს ხდის, გაურკვევლობაა. დღეს ვერავინ იტყვის, რა იქნება ხვალ. როგორც არ უნდა იყოს, უპასუხისმგებლობა იქნება თარიღის დათქმა ან გადაწყვეტილების დღესვე მიღება, რადგან ყოველივე შემდგომ სპეკულაციებს გამოიწვევს. კორონავირუსთან დაკავშირებით უამრავი პროგნოზი კეთდება. სწორედ ამიტომ, ვეყრდნობით მიზნობრივ ჯგუფს, მათ შორის- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც გვეუბნება, რომ გადაწყვეტილების მიღება ჯერ ადრეა“, - განმარტავს თომას ბახი.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი