გია ცაგარეიშვილი: როცა პრეზიდენტი ხარ, მხოლოდ შენი სამრეკლოდან არ უნდა უყურებდე ქვეყანას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 08 სექტემბერი 2023, 00:07

სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე მიმართა ამომრჩეველს, ანუ, მეც მომმართა. მიმართა „ქართულ ოცნებას“, თუ ჩვენ მოგვმართა, ჩვენ მას მივუთითეთ, რომ ის გასულია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„თუ მიმართა ნაცმოძრაობასა და მის ამომრჩეველს, მაშინ გასაგებია, რატომაა ის გასული კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. სადაც ნაცმოძრაობა იყო, იქ იყო ყველაფრის ფეხქვეშ გათელვა. როგორც ჩანს, თავისი გადაწყვეტილებები პრეზიდენტმა ნელ-ნელა ამ ძალის პოლიტიკურ გემოვნებას დააფუძნა. ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო - როგორც ჩანს, ერთიც შეცვლა და მეორეც. ვფიქრობ, როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, მხოლოდ შენი სამრეკლოდან არ უნდა უყურებდე ქვეყანას“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: გვახსოვს საფუძვლის გარეშე ბლინკენის განცხადებები სანქციებზე, სწორედ ასეთი უსაფუძვლო გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს
მამუკა მდინარაძე: ჩვენი გუნდი ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში და ამ გუნდის სიმყარე, სიმართლე საკუთარი სამშობლოს წინაშე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ დავაზღვევთ ყველა რისკს, რაც კი შეიძლება მოდიოდეს ე.წ. პოლიტიკური პარტიებისგან
მამუკა მდინარაძე: 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები
აშშ-ის საელჩო - ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ
ალეკო ელისაშვილი - მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული, არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე, თუმცა თამაშია ციხეში ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება
არქივი