მძლეოსანთა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი გაუქმებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
403 26 აპრილი 2020, 22:06

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის მძლეოსნობის ფედერაციამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება 2020  წლის ევროპის ჩემპიონატის გაუქმების შესახებ. ეს შეჯიბრება 26-30 აგვისტოს პარიზში უნდა გამართულიყო.

„ჩვენ ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ. იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია სწრაფად შეიცვლებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა,“ - განაცხადა ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟან გრასიამ.

უფრო ადრე, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადავადების გამო, 2022 წლისთვის გადაიდო მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომლისთვისაც 2021 წელს იუჯინს (აშშ) უნდა ემასპინძლა.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი