სუს-ში ქვემო ქართლში დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიების ფარგლებში დღეს მოწმის სტატუსით დაკითხეს „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცალკეული ჯგუფები და მოქალაქეები კახეთსა და ქვემო ქართლში ეთნიკურ ნიადაგზე - ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანლებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ და ეროვნული კონფლიქტების დაწყების საფრთხეს ქმნიან.
თავის მხრივ, დევნაზე საუბრობს დავით ქაცარავა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში დაბარებას დავით გარეჯს უკავშირებს.
"დასრულდა ჩემი გამოკითხვა დავით გარეჯის საკითხზე, ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმის ფარგლებში.
ამ წუთას რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის ის, რომ ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს ანტიოკუპაციურ აქტივობას შიდა ქართლში და ასევე იაქტიურებს დავით-გარეჯის მიმართულებითაც", - დაწერა ფეისბუქ გვერდზე დავით ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რომ დავით ქაცარავა ერთი წლის წინ დავით გარეჯის სადავო სასაზღვრო მონაკვეთთან პატრულირებდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |