საქართველო, ბაჰამის კუნძულები, მონაკო, მალტა - Daily Mail-ი ბრიტანელებს დუბაის რამდენიმე საუკეთესო ალტერნატივას სთავაზობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 10 მარტი 2026, 11:04

„დუბაის საუკეთესო ალტერნატივა ბრიტანელი ემიგრანტებისთვის, რომლებიც მზიან ქვეყანაში გადასახადების გარეშე ცხოვრებაზე ოცნებობენ“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული Daily Mail-ი, რომელიც მკითხველს რამდენიმე საუკეთესო ვარიანტს სთავაზობს.

გამოცემის მიერ შედგენილ სიაში, ბაჰამის კუნძულებთან, ბერმუდასთან, მონაკოსთან, მალტასა და კვიპროსთან ერთად, დასახელებულია საქართველოც. სტატიის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ბრიტანელ ემიგრანტებს შორის, რომლებსაც მზიან ქვეყანაში, გადასახადების ტვირთის გარეშე ცხოვრება სურთ.

„რადგან ახლო აღმოსავლეთში ომი იწყება და ბრიტანელებში პოპულარული ქალაქები, როგორიცაა დუბაი, აბუ დაბი და რიადი - ძალადობის ტალღებში ეხვევა, სად შეიძლება წავიდნენ ბრიტანელები, რომ იცხოვრონ გადასახადების გარეშე და მიიღონ ისეთი უპირატესობები, როგორიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია, მაგრამ უფრო მშვიდ გარემოში და მიმდინარე ძალადობის გარეშე?“ - წერს გამოცემა.

„საქართველო, თბილისი, დამალული განძია“, - წერს daily Mail-ი და აღნიშნავს, რომ ციფრულ მომთაბარეებს, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომ ცხოვრების წესს ეძებენ, საქართველო ერთ წლამდე უვიზოდ დარჩენას და მცირე ბიზნესისთვის ერთპროცენტიან საგადასახადო განაკვეთს სთავაზობს.

„კვლევის მიხედვით, თბილისი ხელმისაწვდომობის მხრივ უსწრებს ევროპის კიდევ 69 ქალაქს, რადგან აქ დაბალი ფასები ერთიანდება კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების სიმრავლესთან“, - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც Daily Mail-ი წერს, მრავალფეროვანი სამზარეულოსა და კულტურული ღირსშესანიშნაობების მქონე ამ ახალ, პერსპექტიულ ადგილას ბევრი რამის შესწავლაა შესაძლებელი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
საპატრიარქო: სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე
„ეკონომისტი“ - ოთხწლიანი „ქორწინების“ შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები უთანხმოების პერიოდს გადიან
„სიენენი“ - ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული
ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის - ერთხელ დაიბადე და მისი უწმინდესობის ეპოქაში
არქივი