აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 10 მარტი 2026, 14:33

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარი მოქალაქეებისთვის საერთაშორისო მოგზაურობის განახლებული რეკომენდაციების გვერდი აამოქმედა, რომელიც მოიცავს გლობალურ ინტერაქციულ რუკას.

მსოფლიოს ქვეყნები დაყოფილია ოთხდონიან სისტემად, რომელიც მოგზაურებს შესაძლო რისკების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

ინტერაქციული რუკის მეშვეობით ვიგებთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მოქმედებს საფრთხის პირველი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოგზაურობა უსაფრთხოა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, საქართველოში მოგზაურობისას სიფრთხილის ჩვეულებრივ ზომებს მიმართონ.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საფრთხის მეორე დონე მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში არის მომატებული რისკის მქონე ზონები.

რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში საფრთხის მეოთხე დონეა გამოცხადებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს არ იმოგზაურონ ამ ქვეყნებში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
საპატრიარქო: სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე
„ეკონომისტი“ - ოთხწლიანი „ქორწინების“ შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები უთანხმოების პერიოდს გადიან
„სიენენი“ - ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული
ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის - ერთხელ დაიბადე და მისი უწმინდესობის ეპოქაში
არქივი