ლევან მაჭავარიანი პატრიცია გჟებიკზე: ეს ქალბატონი არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის პოზიციები, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 14 მარტი 2026, 17:56

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პოლონელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მომზადებული ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში მედიასთან შეაფასა.

„აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი [პატრიცია გჟებიკი] არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ფაქტობრივად თანამშრომელი. ხელშეკრულებებით მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე. ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს. ლოგიკური ჯაჭვი აწყობილია - ეს ყველაფერი პირდაპირ გამზადებული იყო, პირდაპირ გადატანილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსი ფურცელზე და შემდეგ ამ ფურცელს ხელი მოაწერა იმ ადამიანმა, ვინც დავალებებს იღებს პოლონეთის მთავრობისგან, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნად წარმოადგინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას
გიორგი სოსიაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
არქივი