9
14 მარტი 2026, 21:43
ევროკავშირმა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა სანქციები 2 600-ზე მეტი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ.
შეზღუდვები იმ პირების მიმართ, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევაზე ან საფრთხის შექმნაზე“, ძალაში დარჩება 2026 წლის 15 სექტემბრამდე.
სანქციები მოიცავს მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას, ფინანსური სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას.
სანქციების გადახედვის ფარგლებში ორი ადამიანი სიიდან ამოიღეს, თუმცა მათი სახელები ოფიციალურად არ დასახელებულა.
მედიის ინფორმაციით, საუბარია მეწარმეებზე მაია ბოლოტოვასა და ნილს ტროოსტზე. კიდევ ხუთი ადამიანი სიიდან ამოიღეს მათი გარდაცვალების გამო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |