ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოს პასუხობს - „გააფრთხილეთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას, თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 14 მარტი 2026, 22:11

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის მესამე პრეზიდენტის წერილს პასუხობს.

ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოსადმი საპასუხო წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„გთხოვთ, გააფრთხილოთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას. გთხოვთ, დაარწმუნოთ თქვენი პრეზიდენტი, არ აშანტაჟოს და არც დაემუქროს ჩემს ქვეყანას და მის ლიდერებს. უნგრელები თავისუფალი ხალხი არიან. თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ. გთხოვთ, გააგებინოთ თქვენს პრეზიდენტს, სახელმწიფო ტერორიზმი, რომლის მეშვეობითაც მან გერმანული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი“ ააფეთქა, უნგრეთის წინააღმდეგ არ გამოდგება“, – აღნიშნავს ორბანი.

მისი თქმით, უნგრეთმა მიიღო უკრაინელი ლტოლვილები და ბავშვებისთვის გახსნა უკრაინულენოვანი სკოლები.

„მადლობა ღმერთს, რომ ქვეყანა, რომელთანაც თქვენ ამჟამად ომში ხართ, დღეს არ არის არც უნგრეთის და არც უნგრელების მტერი და ჩვენ არ ვაპირებთ ამის შეცვლას. ჩვენ კვლავ გვსურს, ვიყოთ თქვენი მეგობრები, მაგრამ თქვენს ომში მონაწილეობას არ მივიღებთ. ვისურვებ, ეს ძმათამკვლელი ომი არ დასრულდეს უკრაინის სახელმწიფოს ფატალური დასუსტებით და რომ ჩვენ შევძლოთ, დავუბრუნდეთ უკრაინულ-უნგრული მეგობრობის ძველ სულს“, – განაცხადა ორბანმა.

წერილის ბოლოს უნგრეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მზად არის, შესთავაზოს იუშჩენკოს ან მის ოჯახს უსაფრთხო ადგილი, ოდესმე რომელიმე უცხო სახელმწიფო თუ დაემუქრება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, სოციალურ ქსელში ვიქტორ ორბანს ღია წერილით მიმართა და ის დრო შეახსენა, როდესაც მომავალს ერთნაირად უყურებდნენ.

„დღეს, როცა შენს ქმედებებს ვუყურებ, საკუთარ თავს ვეკითხები: სად გაქრა ის ვიქტორი? როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელმაც თავისუფალი უნგრეთის აღმასვლა ნახა, ახლა თამაშობს იმ ძალების ხელში, რომლებსაც მეზობელი ქვეყნის თავისუფლების განადგურება სურთ?“, – წერს იუშჩენკო.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს, ამიტომ ამას სჭირდება იუველირული სიზუსტით მოქმედება
შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს: ეგ კითხვა შეგიძლიათ, დაუსვათ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას, თუ რამდენად დგას დღევანდელი ბრიუსელი ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე
ევროკავშირმა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა სანქციები 2 600-ზე მეტი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ
არქივი