დონალდ ტრამპი - მოვისმინე, რომ მოჯტაბა ხამენეი აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 15 მარტი 2026, 10:07

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ცოცხალია, თუმცა მისი სიკვდილის შესახებ ცნობებს „ჭორები“ უწოდა.

„არ ვიცი, საერთოდ ცოცხალია თუ არა. ამ დრომდე ვერავინ შეძლო მისი ჩვენება,“ –  განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია „ენბისისთან“ სატელეფონო ინტერვიუში.

„მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია,“ – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მოჯტაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად 8 მარტს დაინიშნა, თუმცა მას შემდეგ არცერთი ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი არ გავრცელებულა, სადაც ის თავად ჩანს. ამ კვირის ბოლოს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მისი მიმართვა გაავრცელა, თუმცა ტექსტი წამყვანმა წაიკითხა.

ზოგიერთი ინფორმაციით, ხამენეი შესაძლოა, დაჭრილი იყოს. ეს ცნობები ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

13 მარტს აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა  განაცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეი „დაჭრილია და, სავარაუდოდ, დასახიჩრებულია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
საპატრიარქო: სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე
„ეკონომისტი“ - ოთხწლიანი „ქორწინების“ შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები უთანხმოების პერიოდს გადიან
„სიენენი“ - ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული
ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის - ერთხელ დაიბადე და მისი უწმინდესობის ეპოქაში
არქივი