კრემლმა საფრანგეთის წარმომადგენლებს უხეშად უთხრა უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 15 მარტი 2026, 17:13

ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა უხეში ფორმით უთხრა უარი საფრანგეთის წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ დაერწმუნებინათ კრემლი, რომ ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილება უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლები ემანუელ ბონი და ბერტრან ბუხვალტერი თებერვალში მოსკოვში ჩავიდნენ, რათა პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს შეხვედროდნენ.

გამოცემის ცნობით, ისინი ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ კრემლი, რომ ევროპამ უნდა მიიღოს ადგილი უკრაინის საკითხზე მოლაპარკებების მაგიდასთან.

როგორც მედია წერს, უშაკოვმა ამ მოთხოვნას უხეშად უპასუხა.

„ბოდიში, მაგრამ არა, წადით ….“, – ასეთი იყო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის პასუხი.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ევროპელებს არ სურთ სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა, ხოლო საფრანგეთის წარმომადგენლებმა მოსკოვში არავითარი პოზიტიური გზავნილი არ ჩაიტანეს.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, ევროპელები ყველანაირ ძალისხმევას მიმართავენ, რათა დაარწმუნონ უკრაინელები, გააგრძელონ ომი. მისივე თქმით, რუსეთი დარწმუნებულია, რომ ომს იგებს და ფრონტზე დინამიკა რუსეთის არმიისთვის პოზიტიურია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
საპატრიარქო: სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე
„ეკონომისტი“ - ოთხწლიანი „ქორწინების“ შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები უთანხმოების პერიოდს გადიან
„სიენენი“ - ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული
ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის - ერთხელ დაიბადე და მისი უწმინდესობის ეპოქაში
არქივი