პაპუაშვილი: ჩვენი ქვეყნის მართვის საკითხებში არ არსებობს პროევროპულობა და ანტიევროპულობა, პრორუსობა და ანტირუსობა. არსებობს მხოლოდ ქართულობა და ანტიქართულობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 17 მარტი 2026, 12:38

ბოლო ერთმა წელიწადმა ფუნდამენტური კორექტივები შეიტანა საერთაშორისო პოლიტიკაში. სახელმწიფოთა პოლიტიკაში ეროვნული ინტერესების წინ წამოწევის კვალდაკვალ, დღეს, უკვე ნათელია, რომ აღარ არსებობს შავ-თეთრი გეოპოლიტიკური სამყარო, გახუნდა მექანიკური იარლიყები - პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსულობა და ანტირუსობა, სხვასთან მიმართებაში დანახული ყოველგვარი „პრო“ და „ანტი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენისას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პროქართულობა არის მათთვის ერთდერთი საზომი.

„დღეს არსებობს მხოლოდ ერთი განმსაზღვრელი საზომი - პროქართული და ანტიქართული. ქართულის გარდა ყველა „პრო-ორიენტაცია“ საბოლოო ჯამში არაქართულია, რადგან ის ქვეყნის პოლიტიკას საკუთარ ეროვნულ ინტერესს აშორებს და სხვისი მიზნების ინსტრუმენტად აქცევს.

და ეს უნდა ითქვას ღიად, ნათლად და გადაწყვეტით: ჩვენი ქვეყნის მართვის საკითხებში არ არსებობს პროევროპულობა და ანტიევროპულობა, პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსობა და ანტირუსობა. არსებობს მხოლოდ ქართულობა და ანტიქართულობა, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ეროვნული ინტერესების ღალატი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს - 22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მესხიშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
დავით ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად ვატიკანის დელეგაცია ჩამოვიდა
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
საპატრიარქო: სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე
არქივი