97
19 მარტი 2026, 17:54
„ევროპის სახალხო პარტიამ“ 50 წლის იუბილესთად დაკავშირებით გაფართოებული სამიტი ჩაატარა და სპეციალური განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში უკრაინის საკითხს მოკლე თავი ეთმობა, სადაც იკითხება, რომ უკრაინაში კორუფციულ პრობლემებთან ერთად, პრობლემებია მედიათავისუფლების მიმართულებითაც.
განცხადებაში საუბარია ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზეც. ტექსტში მიუთითებენ, რომ მხარს უჭერენ დამსახურებაზე დაფუძნებულ წევრობას. განცხადებაში არც რუსეთზე და არც რუსულ აგრესიაზე არაფერია ნათქვამი.
გაფართოებულ სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა და გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |