აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვის დროს უნგრეთთან ურთიერთობებს შეეხო.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, აშშ და უნგრეთი აჩვენებენ გზას განახლებული დასავლეთისკენ, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს, აღზრდის ჩვენს შვილებს და წარუძღვება მსოფლიოს მომავალი თაობებისთვის
„ყველა თავდასხმის მიუხედავად, უნდა იცოდეთ, რომ ვიქტორ ორბანი აგრძელებს გამარჯვებას იმაში, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. ჩვენ გვინდა გამარჯვება, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიანად, დამაჯერებლად. მადლობა ყველას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საღი აზრისა და კონსერვატიული პრინციპებისთვის და ასევე საერთო ცივილიზაციისთვის, რომელსაც იზიარებენ ამერიკელები, უნგრელები და ევროპელები.
ჩვენი ორი ქვეყანა აჩვენებს გზას განახლებული დასავლეთისკენ, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს, აღზრდის ჩვენს შვილებს და წარუძღვება მსოფლიოს მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ენერგეტიკის საკითხზე და თქვენც განაგრძობთ მუშაობას მიგრაციის საკითხზე, რადგან ევროპამ უნდა დაიწყოს როგორღაც მოქმედება. მათ ბევრი პრობლემა აქვთ და უნდა იმოქმედონ და ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით, თუმცა ძალიან დიდი შრომა მოუწევთ ამ პრობლემის გადასაჭრელად“, - თქვა ტრამპმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |