ორბანი: ჩეხმა ხალხმა თავისი არჩევანი დაგვანახა, მათ ფანჯრიდან მოისროლეს ბრიუსელის ცისარტყელას კოალიცია. ჩეხეთს კვლავ საღი აზრი მართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 21 მარტი 2026, 15:50

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლის ჩეხეთში გასული წლის ოქტომბერში გამართული არჩევნები გაიხსენა, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში პრემიერ ანდრეი ბაბიშის მთავრობა მოვიდა.

„ანდრეი ბაბიშმა გაიმარჯვა ჩეხეთის არჩევნებში. ჩეხმა ხალხმა თავისი არჩევანი დაგვანახა, მათ ფანჯრიდან მოისროლეს ბრიუსელის ცისარტყელას კოალიცია. ჩეხეთს კვლავ საღი აზრი მართავს. ჩეხეთის გარეშე არ არსებობს ძლიერი ცენტრალური ევროპა. ვულოცავთ ანდრეი ბაბიშს, ჩვენ შენს გვერდით ვდგავართ ამ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ“, - თქვა ორბანმა.

სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერი პოლონეთში შექმნილ ვითარებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პოლონეთში კონსერვატორ კაროლ ნავროცკის გაპრეზიდენტებით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა.

„გვაქვს მოლოდინი, რომ დავიბრუნებთ პოლონეთსაც. ისინი ზღურბლზე დგანან, ნახევარი გზა გავლილია. ჩემმა მეგობარმა მატეუშ მორავეცკიმ და მისმა პარტიამ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. ვიშეგრადის 4 სახელმწიფოდან, სამ-ნახევარი ჩვენია, ველით პოლონეთის არჩევნებს და ვთხოვთ მორავეცკის რომ ბოლომდე მიიყვანოს თავისი მისია“, - დასძინა ორბანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
საპატრიარქო: სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე
„ეკონომისტი“ - ოთხწლიანი „ქორწინების“ შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები უთანხმოების პერიოდს გადიან
„სიენენი“ - ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული
ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის - ერთხელ დაიბადე და მისი უწმინდესობის ეპოქაში
არქივი