ორბანი: ევროპული დემოკრატია კვდება წარუმატებელი ეკონომიკის, პოლიტიკური ცენზურის, ბრიუსელს არასამთავრობო ორგანიზაციების გამო. ისინი ცენზურას აწესებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 21 მარტი 2026, 15:55

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპული დემოკრატია კვდება წარუმატებელი ეკონომიკის, პოლიტიკური ცენზურის და იმის გამო, რომ ბრიუსელს აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ქსელი, რომელიც ონლაინ სივრცეში ცენზურას აწესებენ.

„მეგობრებო, გულახდილად ვისაუბროთ - ევროპული დემოკრატია კვდება. კვდება მისი წარუმატებელი ეკონომიკის, პოლიტიკური ცენზურის და იმის გამო, რომ ბრიუსელს აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ქსელი, რომელიც ონლაინ სივრცეში ცენზურას აწესებენ. დემოკრატია კვდება, ვინაიდან ბრიუსელი პირდაპირ ერევა სახელმწიფოთა არჩევნებში და აფინანსებს ფედერალისტურ ძალებს. სწორედ ეს ხდება ახლა უნგრეთში, აპრილის არჩევნების წინ. ისინი ღიად ითხოვენ, რომ უნგრეთს ბრიუსელის მომხრე და პროუკრაინული მთავრობა ჰყავდეს.

ეს არ მოხდება. უნგრეთი 16 წელია ევროკავშირში ეროვნული ძალების ყველაზე ძლიერი ციხესიმაგრეა. პროგრესული ძალების ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება თუკი ამ ციხესიმაგრეს დაანგრევენ. ასე რომ ეს ბრძოლა მხოლოდ უნგრეთს არ ეხება, არამედ მნიშვნელოვანია ვინ მოიგებს ამ ბრძოლას ბრიუსელში“, - თქვა ორბანმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
საპატრიარქო: სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე
„ეკონომისტი“ - ოთხწლიანი „ქორწინების“ შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები უთანხმოების პერიოდს გადიან
„სიენენი“ - ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული
ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის - ერთხელ დაიბადე და მისი უწმინდესობის ეპოქაში
არქივი