„ეკონომისტი“ - ოთხწლიანი „ქორწინების“ შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები უთანხმოების პერიოდს გადიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 21 მარტი 2026, 20:27

ყველაზე ბედნიერ ქორწინებებშიც კამათობენ, იგივე ეხება გეოპოლიტიკურ ალიანსებს და „ცოლქმრული“ სოლიდარობის თითქმის ოთხი წლის შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები კამათის პერიოდს გადიან, – ამის შესახებ სტატიას „ეკონომისტი“ აქვეყნებს.

გამოცემის მიხედვით, ოთხწლიანი „ქორწინების“ ერთიანობის შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები უთანხმოების პერიოდს განიცდიან.

გამოცემის ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ მიმდინარე დავა ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდების გაგრძელებას ეხება. „დრუჟბას“ მილსადენთან დაკავშირებული ბოლო ეპიზოდი შანტაჟის ორმხრივ ბრალდებებსაც კი მოჰყვა.

ასევე, ევროპელები უკმაყოფილონი არიან უკრაინის მხრიდან ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანების მოთხოვნით.

თუმცა, როგორც „ეკონომისტი“ აღნიშნავს, ნაადრევია უკრაინის ევროკავშირთან „განქორწინებაზე“ საუბარი, რადგან პარტნიორები, როგორც ჩანს, უბრალოდ ვერ თანაარსებობენ ერთმანეთის გარეშე.

„ამრიგად, ოთხწლიანი თითქმის „ცოლქმრული“ სოლიდარობის შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები ქორწინებაში არსებული უთანხმოების პერიოდს განიცდიან. თუმცა, განქორწინების შიში ნაადრევი იქნებოდა. პირიქით, წყვილი შეიძლება, ამ მღელვარე პერიოდიდან უფრო ძლიერად გამოვიდეს. გეოპოლიტიკაში, ისევე როგორც ქორწინებაში, ყველაზე ხმამაღალი დავები ხშირად წარმოიშობა პარტნიორებს შორის, რომლებიც ხვდებიან, რომ უბრალოდ ვერ დაშორდებიან“, – წერს „ეკონომისტი“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
საპატრიარქო: სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე
„სიენენი“ - ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული
ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის - ერთხელ დაიბადე და მისი უწმინდესობის ეპოქაში
თამარ ჩიბურდანიძე: ცრუ დემოკრატიის მიმდევრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ
არქივი