სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად ვატიკანის დელეგაცია ჩამოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 21 მარტი 2026, 22:06

ვატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია, - ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. როგორც ცნობილია, დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას დაესწრება.

„სტერიის პრეფექტს, კარდინალ კურტ კოხისა და ამავე დიკასტერიის თანამშრომელს, მონსენიორ ლადრაპა იარომირს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპის დესპანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მრჩეველი – მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია და ვატიკანის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.

კარდინალი და მისი თანმხლები პირები ვატიკანიდან პატრიარქ ილია მეორეს დაკრძალვისთვის ჩამოვიდნენ. კარდინალი აეროპორტში მოინახულა მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

რაც შეეხება კარდინალ კოხის, იგი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. პირველად 2014 წლის ბოლოს იმყოფებოდა. შეხვდა საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, სადაც განიხილეს კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, კონფესიების დაფინანსებისა და რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შესახებ. მეორე ვიზიტით სასულიერო პირი საქართველოს 2016 წელს ეწვია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს - 22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მესხიშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
დავით ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
საპატრიარქო: სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე
„ეკონომისტი“ - ოთხწლიანი „ქორწინების“ შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები უთანხმოების პერიოდს გადიან
არქივი