დავით ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 21 მარტი 2026, 23:02

„კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისი თქმით, პატრიარქმა შექმნა არქიტექტურა სულიერების, რომელმაც დღევანდელობამდეც მოგვიყვანა და ამ მემკვიდრეობამ 21-ე საუკუნეში საქართველოს გადარჩენასაც უნდა შეუწყოს ხელი.

„ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა, გაგაძლიერა, მოგცა ნუგეში, გადაგალახვინა უმძიმესი და არაერთი ცხოვრებისეული განსაცდელი და ყოველი ამ განსაცდელის გადალახვის შემდეგ უფრო ძლიერი გაგხადა.

ილია მეორის მოღვაწეობა 100 წლიან პერიოდში რომ განვიხილოთ, ამ პერიოდს თამამად გავყოფდი ორ ნაწილად: პირველი ორმოცდაათი წელი ეს იყო ათეისტურ საქართველოში ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიური ცხოვრების ელემენტების შენარჩუნების ეპოქა. საქართველო იმ პერიოდში წააგავდა კანდელს, რომლის ფითილი კი ანათებდა, მაგრამ უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ყოველ სახელოვან წინამორბედს უნდა ეზრუნა იმისთვის, რომ ამ კანდელს არ დაჰკლებოდა ზეთი, რომ ფითილი არ ჩამქრალიყო. აი, ასეთ მდგომარეობაში ჩაიბარა ილია მეორემ საქართველო და წერტილი დაუსვა იმ ეპოქის ნაწილს, რომელსაც ჰქვია შენარჩუნების ხანა. ამის შემდეგ დაიწყო აღორძინების ხანა. იმ კანდელიდან პატრიარქმა დაანთო უამრავი კელაპტარი. 46 მოქმედი ეკლესია ჩაიბარა, 10 მოქმედი მღვდელ-მთავარი და დღეს საქართველოს დაუტოვა 3 ათასზე მეტი მღვდელმსახური, 1600 მეტი მოქმედი ეკლესია-მონასტერი, 49 ეპარქია, საიდანაც 6 ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის დაფუძნებული.
კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს. მან შექმნა სრულიად საქრისტიანოში და მართლმადიდებელ სამყაროში უნიკალური და უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც შვიდგზის ლოცვის წესი შემოიღო, იმ დანატოვრის თანახმად, რომელიც შემოგვინახა დავით მეფემ 118-ე ფსალმუნში. მთელი საქართველო გაერთიანდა და ერთი და იმავე დროს ერთხმად ვლოცულობთ უფლისა და ზეციური დასის თვალსაჩინო წარმომადგენლების სახელზე. ამ ყველაფრით კი პატრიარქმა შექმნა „კარკასი“, არქიტექტურა სულიერების, რომელმაც დღევანდელობამდეც მოგვიყვანა და ამ მემკვიდრეობამ ზოგადად 21-ე საუკუნეში საქართველოს გადარჩენას უნდა შეუწყოს ხელი,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს - 22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მესხიშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად ვატიკანის დელეგაცია ჩამოვიდა
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
საპატრიარქო: სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე
„ეკონომისტი“ - ოთხწლიანი „ქორწინების“ შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები უთანხმოების პერიოდს გადიან
არქივი