ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე: ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმედ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 29 იანვარი 2020, 14:15
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მისი ყოფილი ცოლი სოფო ჩიკვილაძე ავრცელებს. 

“მე მაპატიეთ ამ შუაღამეს, რომ ვწერ… მაგრამ ასი ყური და ასი თვალი მაქვს… მინდა არ მინდა ყველანაირი ინფორმაცია მოდის ჩემთან … ახლა დავასრულე საუბარი და მინდათ გითხრათ, რომ ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმედ, არ იგეგმება გამოღვიძება უახლოეს დღეებში. რაც შეეხება სტატიას, რომ მან იმიტომ არ გაახილა თვალები, რომ დედამისის ხმა ესმოდა არის უდიდესი სისულელე.. და ეს მოხდა ერთი კვირის წინ დაახლოებით და არა დღეს… ეტაპობრივად ცდილობდნენ გამოღვიძებას მაგრამ როგორ სჩანს ჯერ ადრეა… დანარჩენი დეტალები ჩემს უახლოეს წრეს გავაცანი უკვე.. საჯარო სივრცეში არ ვაპირებ ვინმეს განუმარტო საიდან მაქვს ეს ინფორმაცია და ჩაუღრმავდე… მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ არის უტყუარი.

პ.ს.ცოტნეს კეთილის მსურველების გასაგონად, მგონი დაგავიწყდათ ცოტნეს შვილების არსებობის შესახებ…" - წერს სოფო ჩიკვილაძე.

შეგახსენებთ, გუშინ ცოტნე გამსახურდიას ამჟამინდელი მეუღლის წარმომადგენელმა ჯაბა კვარაცხელიამ  გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ანა ჯაბაურს მანანა არჩვაძე-გამსახურდია მესამე კვირაა ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს. მისი თქმით, ცოტნე გამსახურდია მისმა დედამ სრულ იზოლაციაში მოაქცია და მასთან შესვლის უფლებას არავის აძლევს.  მანანა არჩვაძე-გამსახურდიას თურქეთის კლინიკაში წარდგენილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი წერილი, რომელიც კრძალავს ცოტნესთან მისი დედის გარდა სხვა პირის შესვლას. ეს უცნაური ინფორმაცია ანა ჯაბაურის თურქმა ადვოკატმა კლინიკის ხელმძღვანელობისგან მიიღო. მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო ინფორმაცია, მათ მიერ რაიმე ტიპის წერილის კლინიკაში გაგზავნის შესახებ. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას
გიორგი სოსიაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე
ლევან მაჭავარიანი პატრიცია გჟებიკზე: ეს ქალბატონი არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის პოზიციები, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
არქივი