გლდანის რაიონის გამგებლის მოვალოების შემსრულებელი: მას შემდეგ, რაც „ცხელ ხაზზე“ დაფიქსირდა შეტყობინებები, გამგეობის წარმომადგენლები აბსოლუტურად ყველა მისამართზე მივიდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
727 30 აგვისტო 2023, 14:28
მას შემდეგ, რაც ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინებები, გამგეობის წარმომადგენლები აბსოლუტურად ყველა მისამართზე იყვნენ მისულები, - ამის შესახებ გლდანის რაიონის გამგებლის მოვალოების შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ განაცხადა.

„ძირითადი ლოკაცია იყო მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. მიწისქვეშა გადასასვლელები, სადაც მოხდა კონკრეტულ ნაწილში დატბორვა. დავეხმარეთ მოსახლეობას, რომ გამოსულიყვნენ გარე ტერიტორიაზე. უზრუნველყავით, რომ პირველ ეტაპზე გათიშულიყო ელექტროენერგია, რათა საფრთხე არ ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინებები, გამგეობის წარმომადგენლები აბსოლუტურად ყველა მისამართზე იყვნენ მისულები. დილის 06:00 საათამდე გაგრძელდა ეს პროცესი.

რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს, გვყავს ერთი ოჯახი, რომელთაც დაენგრათ კედელი, იმავე წუთს გადავიყვანეთ სასტუმროში და შემდეგ დავგეგმავთ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ ამ ოჯახთან მიმართებით“, - განაცხადა ბესიკ კალაძემ.

ძლიერმა ნალექმა და ქარმა დედაქალაქში გუშინ პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროსადენები, წყალმა კორპუსების სარდაფებშიც შეაღწია.

თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად იყო მობილიზებული.

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში ძლიერი წვიმით გამოწვეულ შედეგებს ადგილზე გაეცნო. შესაბამისი სამსახურები პრობლემურ ადგილებზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას
გიორგი სოსიაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე
ლევან მაჭავარიანი პატრიცია გჟებიკზე: ეს ქალბატონი არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის პოზიციები, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
არქივი