წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
277 28 თებერვალი 2024, 21:25

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომლებს, თემურ მებონიასა და ბესარიონ ძაძამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ბრალდების მხარემ სასამართლოს დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატმა შოთა მანველიძემ კი სასამართლოს მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა და სასამართლოს 5 000-5 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.

უფლებადამცველის თქმით, ბრალდებულების ინტერესშია საქმეზე სიმართლის დადგენა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თემურ მებონია და ბესარიონ ძაძამია 26 თებერვალს დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1 550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას
გიორგი სოსიაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე
ლევან მაჭავარიანი პატრიცია გჟებიკზე: ეს ქალბატონი არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის პოზიციები, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
არქივი