"ენკა რინიუებლზის“ დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
742 04 აპრილი 2021, 14:48

"ენკა რინიუებლზის“ დირექტორი მერაბ ლომინაძე პოლიციას სთხოვს, დაიცვას კომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხოება.

მისი ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს პროექტის მოწინააღმდეგეების სახელით უკავშირდებიან და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან.

„ვთხოვ პოლიციას, დაიცვას ჩვენი თანამშრომლობის ფიზიკური უსაფრთხოება, სახალხო დამცველს კი - მათი ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტების შესწავლისკენ მოვუწოდებ. დღეს „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც წინასამშენებლო სამუშაოებს ახორციელებენ, სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეები და იმ ადამიანთა მეზობლები არიან, რომლებიც პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. მათ და მათი ოჯახის წევრებს პროექტის მოწინააღმდეგეების სახელით უკავშირდებიან და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან. ჩვენ აუცილებლად გადავცემთ მსგავს ფაქტებს სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, ამ საკითხითაც დაინტერესდეს,“ - განაცხადა ნორვეგიულ - თურქული კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ ახლადდანიშნულმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.

მისი თქმით, 3 აპრილს სამშენებლო მოედანზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც, სამწუხაროდ, დრო ვერ გამონახა, შეხვედროდა „ენკა რინიუებლზის“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე თვეა, პროტესტის მონაწილეთა ერთი ნაწილის მხრიდან მხრიდან მუქარის ქვეშ იმყოფებიან.

ნამახვანი ჰესის პროექტის განმახორციელები კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ დირექტორმა მერაბ ლომინაძემ, რომელიც უფლებამოსილებას 3 აპრილიდან შეუდგა, პირველივე სამუშაო დღესვე შეხვდა პროტესტის მონაწილეთა ყველაზე აქტიურ ჯგუფს და მათ დიალოგის გზით თანამშრომლობა შესთავაზა. ამის მიუხედავად, აღნიშნული ჯგუფის წევრთა ნაწილმა დღეს კომპანიის თანამშრომლებისთვის მუშაობისთვის ხელშეშლა სცადა, რის გამოც პროცესში სამართალდამცავი ორგანოების ჩართვა გახდა აუცილებელი.

მერაბ ლომინაძის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროტესტის მონაწილეებს, დავიწყოთ კონსულტაციები ხეობის უკეთესი მომავლისთვის. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ „ენკა რინიუებლზი“ არ დაიწყებს ნამახვანი ჰესის ძირითადი ნაგებობების, მათ შორის, კაშხლის მშენებლობას, სანამ არ განხორციელდება ძირითადი კვლევების ვალიდაცია,“ - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
მამუკა მდინარაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის ცალსახა პროვოკაცია
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა
არქივი