ჰერალდიკის საბჭო - შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა - ის ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას განასახიერებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
588 07 ივლისი 2021, 14:56

შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ჰერალდიკის საბჭო ავრცელებს.

მათი განმარტებით, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მისწრაფებები გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, გვავალდებულებს და გვაძლევს უფლებას ევროპის დროშა მუდმივად იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით.

„გასული დღეების მოვლენებმა აჩვენა, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმბოლოებს. დროშა არის განსახიერება ღირებულებების, რომლისკენაც ისწრაფვის და რომლისთვისაც ხშირად იბრძვის საზოგადოება. ჰერალდიკის საბჭო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშების, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის დროშის, საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვის და გამოფენის წესის, დაცვის და ღირსი პატივით მოპყრობის წესის სამართლებრივად განსაზღვრის აუცილებლობას.

ასევე განვმარტავთ, რომ შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა არ არის ცალკე აღებული რომელიმე ორგანიზაციის ევროკავშირის ან ევროსაბჭოს სიმბოლო. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას. ლაჟვარდის ველზე გამოსახული 12 ოქროს ვარსკვლავი ევროპული ერთიანობის, სოლიდარობის და ჰარმონიული თანაცხოვრების სიმბოლოა.

საქართველოს ისტორიული გზა, ქართველი ერის კულტურული იდენტობა, პოლიტიკური და ფასეულობითი არჩევანი გაცხადებული არაერთხელ, მათ შორის საზოგადოების საყოველთაო გამოკითხვის შედეგად, საქართველოს როგორც სახელმწიფოს მისწრაფებები გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი გვავალდებულებს და გვაძლევს უფლებას ევროპის დროშა მუდმივად იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით“, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი