ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 28 მარტი 2024, 22:48

დღეს რომ ერთად ვართ შეკრებილნი სასულიერო პირები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა, - ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფაიგ ნაბიევმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუსლიმთა სამმართველო მუსლიმ თემსა და სახელმწიფოს შორის მყარი ხიდის როლს ასრულებს.

„ტოლერანტულ, ძმურ და მეგობრულ გარემოში ორგანიზებულ ამ იფთრის ვახშამზე თქვენთან ერთად ყოფნის საშუალება რომ მოგვეცა, ამისათვის ღმერთს მადლობას ვუხდი. ეს ტრადიცია უკვე წლებია, გრძელდება. ამ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის შედეგად რესტავრირდა და აშენდა არაერთი მეჩეთი და სამლოცველო. მუსლიმური თემის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიებები, კონფერენციები და შეხვედრები. წლებია, ტრადიციად ჩამოყალიბდა იფთრის ცერემონიების გამართვა. სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური თემისადმი გამოჩენილი ყურადღება და პატივისცემა კარგი ტრადიციაა, რასაც მუსლიმები ყველგან პატივისცემით აღვნიშნავთ“, - აღნიშნა შეიხმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რამდენიმე თვე მოვიცადოთ და ამერიკაში მოქმედი კანონით გავიგებთ ვინ დააფინანსა, ისევ გიული ალასანიამ, თუ გვარამიაც შეეხიდა
ირაკლი ქადაგიშვილი: თუ „გამჭვირვალობის კანონი“ პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და აშშ-ს შორის
გიორგი ვაშაძე - რუსული კანონის მთავარი მიზანია, ბოლომდე გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და აიძულონ ისინი, გაწყვიტონ ურთიერთობები საქართველოსთან
ფინანსთა მინისტრი: საქართველო ამზადებს თავის ეკონომიკას და სისტემებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ამავდროულად, ინარჩუნებს სტრატეგიულ თანამშრომლობას რეგიონში
ლაშა ხუციშვილი: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სინერგიით
არქივი