მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 28 მარტი 2024, 23:38

აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის ჩემპიონები და ასევე მსოფლიო ჩემპიონები, თუმცა ამას სჭირდება მიზანმიმართული, დაგეგმილი პროცესი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედი Live“-ში განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა 26 მარტის თამაშზე ისაუბრა, სადაც საქართველომ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა.

„ენით აღუწერელი სიხარული იყო. მერე მთელი ღამე ჩემს შვილებთან ერთად ვმოძრაობდი „დინამო-დინამოს“ სიმღერით. ძალიან ემოციური დღე იყო. გრძელდება ემოციები, კიდევ არ ჩაცხრა და ალბათ გაგრძელდება ევროპის ჩემპიონატამდე. მე იმ თაობას ვეკუთვნი, როდესაც საქართველოს ნაკრები შეიქმნა. ის მძიმე წლები მახსენდება, ფეხბურთელები იზოლაციაში, სამოქალაქო ომი, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის დაკარგვა და გავუძელით იმ ფეხბურთელებმა, ვისაც ძალიან გვიყვარდა და მეტი მოთმინება და სურვილი გვქონდა, რომ ფეხბურთი გვეთამაშა. ვსაუბრობ თემურ ქეცბაიაზე, კახა ცხადაძეზე, შემდეგ იყო ჯამარაული, ნემსაძე, კახა გოგიჩაიშვილი, ქინქლაძე, არველაძეების თაობა და შემდეგ უკვე კალაძე, კობიაშვილი და ა.შ. რთული პერიოდი იყო, მაგრამ სულ იყო ის განცდა, როდის დადგებოდა ის დღე, რომელიც გუშინ წინ დადგა. ვერაფერი შეედრება ნაკრების წარმატებას. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის ჩემპიონები და ასევე მსოფლიო ჩემპიონები, თუმცა ამას სჭირდება მიზანმიმართული, დაგეგმილი პროცესი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - რა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რატომ ატყუებთ ხალხს? ეს არის უბრალოდ შანტაჟი, რომელიც ევროპარლამენტარებმა საქართველოს მიმართ იკადრეს
საქართველოს ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მამუკა მდინარაძე - ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ მხოლოდ აშშ გვეხმარება და ქართველები მოწყალების შემყურედ ვართ, ქართველები სისხლით დავდექით მათთან, ჩვენ ვართ მეგობრები და მათგანაც ვითხოვთ ჭეშმარიტ მეგობრობას
მამუკა მდინარაძე: როდესაც გეუბნებიან: გამჭვირვალობის კანონი გაიწვიე და არავითარ შემთხვევაში არ აკრძალო ლგბტ პროპაგანდა, ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს
მამუკა მდინარაძე: ვეთანხმები სენატორებს, უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უნდა გვქონდეს პირდაპირი ფრენები
არქივი