დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 19 აპრილი 2024, 09:50

საქართველოს პარლამენტი სხდომაზე უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

ამასთან, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე გასული დღეების მსგავსად მუშაობის საშუალება მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების მსგავსი რეჟიმი 15 აპრილიდან მოქმედებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს მიმართა - მნიშვნელოვანია ჩვენება, რომ თქვენთვის საქართველო არ არის დაკარგული, ჩემი თხოვნაა, მაისის ბოლომდე ქვეყანაში გაიმართოს მაღალი დონის ვიზიტები
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, ისე იყოს მდგომარეობა, რომ ჩვენს ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟის ატეხის საბაბი არსებობდეს. ბევრი შეფასება, რომელსაც ვისმენთ, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია
ნათია თურნავა „ჯეიპი მორგანის“ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს რასაც ვუყურებთ თბილისის ქუჩებში, ეს ხდება წახალისებით, წაქეზებით და პირდაპირი გზავნილია, რომ არ წაიკითხონ და გააპროტესტონ
არქივი