მამუკა მდინარაძე: ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც რომ არ სურთ გამჭვირვალობა, არის „ენჯეო“ სექტორი და მედია საშუალებები. საქართველოში სხვა მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 20 აპრილი 2024, 16:00

ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც რომ არ სურთ გამჭვირვალობა, არის „ენჯეო“ სექტორი და მედია საშუალებები. საქართველოში სხვა მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, დეკლარაციას ავსებს ჩინოვნიკი და დეკლარაცია უნდა შეავსოს „ენჯეომაც“.

„როდესაც დონორების დაფინანსება ახლავს რაღაც აქტივობებს, ეს არის ფაქტის კონსტატაცია, რადგან ისინი დიახ, ატარებენ უცხო ქვეყნებისა და მათი დონორი ორგანიზაციების ინტერესებს.

როდესაც ეკლესიას ებრძვიან, როდესაც ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციებს აფინანსებენ, როდესაც შავი ფული ამ მიმართულებებით მოდის, მაგალითად, ლომჯარიას რომ ბომბების წვიმა ერჩივნა და მისი იმ დროინდელი პროექტები ფინანსდებოდა და ამ აქტივობებსაც აფინანსებდნენ, მაშინდელი ინტერესი ხომ იყო ანტისახელმწიფოებრივი? ანუ, არის, რომ დონორების ინტერესები არის კარგი. მათ შორის აგერ, გორში, ფერმერებს რომ ატრენინგებენ, ეს არის ძალიან კარგი. შესაძლოა, 50%-ზე მეტი იყოს პოზიტიური ინტერესი და ამ შემთხვევაში უცხო ქვეყნის გავლენის ინტერესი არის პოზიტიური“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი