მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 26 აპრილი 2024, 17:53
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე ისაუბრა. 

ბოჭორიშვილის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა. 

„რაც შეეხება სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რეალურად ეს აჩვენებს სწორედ ზუსტად რა აწუხებთ მათ, ვინც ამგვარი რეზოლუციის ინიციირებით არიან დაკავებული საქართველოს წინააღმდეგ. რეალური მიზანი არის, რომ მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე, იმისათვის, რომ კანონის გვერდის ავლით მოხდეს კიდევ ერთი ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს ერთგვარად დამნაშავეების გმირებად შერაცხვა, რაც არაერთხელ ვნახეთ ჩვენ სამწუხაროდ სწორედ იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ახლაც ლობირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლო მოთხოვნებით თითქოსდა მას რაიმე ჰუმანიტარული საჭიროება აქვს ამისათვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანადის მთავრობა უცხოელი აგენტების რეესტრის შესადგენად კანონმდებლობის ცვლილებაზე მუშაობს
ევროკავშირში განმარტეს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასწრების გადაწყვეტილება ცალკეულმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად მიიღეს
ნათია მეზვრიშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების ორგანიზებულ შტურმს
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ნოემბრისთვის გაფორმების იდეას ეთანხმება
არქივი