მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 26 აპრილი 2024, 17:55

ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე იყო - მათი იდეოლოგიის პროპაგანდა მიმდინარეობდა და ის ყველას უნდა გაეზიარებინა, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მსხვერპლი ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც საკუთარ თავს უკვე აღარ ეკუთვნის.

„რა განსხვავებაა დღეს, როცა პედაგოგები გამოდიან და 12-13 წლის ბავშვებს მოუწოდებენ, აქციებზე იარონ და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ; როცა ეს იდეოლოგია მოუწოდებს ადამიანებს, რომ ამხილონ საკუთარი მშობლები, თუ ფსევდოლიბერალურ ნარატივს არ ეთანხმება და ა.შ.? არაფერი, უბრალოდ, სახელებია შეცვლილი. ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილია. რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ადამიანი, რომელმაც პოლიციელის დაწვა სცადა, გააფეტიშეს. ის თავის თავს აღარ ეკუთვნის, მისგან გმირი შექმნეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ვინც დასასჯელია და რამე დააშავა, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე
გახარიამ და საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელობამ, 20 ივნისის საქმეზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ - გიორგი ვოლსკი
ბექა ოდიშარია - არც გიული ალასანია, არც კეზერაშვილი დიდი ხანია, არ წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, მაგრამ მაინც მოხვდნენ „ფარას“ რეესტრში, საიდანაც შევიტყვეთ მათი მავნე საქმიანობის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს სჭირდება გამჭვირვალობა. ეს მოდის კეთილი მიზნებიდან, რაც არის უპირობო საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლისთვის
არქივი