დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 24 აპრილი 2024, 16:03

ოპოზიციის ლობისტ ევროპარლამენტარებს მათი ფუნქციონირების პერიოდში, იმდენი ევროპის კეთილდღეობისთვის არ უზრუნიათ, რამდენიც ნაცმოძრაობისთვის, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და ამით ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს ეხმიანება.

დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტარების მოწოდებები და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს, ვინაიდან ამ დეპუტატების რიცხვი, საბედნიეროდ, ცოტაა.

„ევროპელმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ჩვენი თავი ჩვენ არ უნდა გვეყუდნოდეს. საბედნიეროდ, მათი რიცხვი ევროპარლამენტში იმდენად ცოტაა, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი ჩარევის მიუხედავად, მაინც ვერაფერს შეცვლიან. სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის კულმინაციაა რამდენიმე ევროპარლამენტარისაგან საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსის დასანქცირების მოთხოვნა. ბიძინა ივანიშვილზე და დეპუტატებზე უკვე შეჩვეულნი ვართ. აღარაფერს ვამბობ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე, რომლის ადრესატიც უფრო პრეზიდენტი იყო, რადგან მათი ერთადერთი იმედი და უსიტყვოდ ყველაფრის შემსრულებელი დღეს მხოლოდ პრეზიდენტია ქვეყანაში.

ოპოზიციის ლობისტ ევროპარლამენტარებს მათი ფუნქციონირების პერიოდში, იმდენი ევროპის კეთილდღეობისთვის არ უზრუნიათ, რამდენიც ნაცმოძრაობისთვის. იმედია, ამას გაითვალისწინებენ ევროპელი ამომრჩევლები და მოახლოებულ არჩევნებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება, თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს, ასეთი კი, მოსახლეობის უმეტესი ნაწილია
ლევან ნიკოლეიშვილი The American Conservative სტატიაზე: არც ისეა საქმე, თითქოს მთელი დასავლეთი გმობს ქართულ კანონს, რამდენიმე ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა პირიქით, გააკრიტიკა დასავლეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გამო
დერეკ შოლე - საქართველო გარდამტეხ მომენტშია, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, დაუბრუნდეს გზას, რომელიც სურს საქართველოს ხალხს და იმსახურებენ
გია აბაშიძე: The American Conservative წერს, რომ გამჭვირვალობის კანონი გონივრულია - საქართველოში ვერ ითვალისწინებენ, რომ მსოფლიოში უხვად არიან მემარჯვენე-კონსერვატორები, რომლებიც იცავენ მათი ქვეყნების სუვერენიტეტს
თამთა მეგრელიშვილი: გამოცემა The American Conservative საკუთარ სტატიაში გვიმხელს, რომ საგარეო ჩარევა არჩევნებში ბოლო დროს მტკივნეული თემაა ამერიკულ პოლიტიკაშიც- ანუ აღიარებენ, რომ ეს პრობლემა მათთვისაც ნაცნობია და მათ ჩვენი ესმით
არქივი