ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 25 აპრილი 2024, 14:31
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, საქართველოს ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს. 

ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ და ამას ეროვნული იდენტობის წაშლითა  და სარწმუნოებასთან დაშორებით ცდილობდნენ, თუმცა დიდებული და ბრწყინვალე პერიოდებიც არა ერთხელ გვქონია, რასაც ხელისუფლის პრინციპულობა, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცება და რა თქმა უნდა სამშობლოს განუზომელი სიყვარული სჭირდება.

„თითქოს ვისაც არ ეზარებოდა ყველა საქართველოს დაპყრობას ცდილობდა, უმეტესწილად ახერხებდა კიდეც, რომლის მიზეზი ცალკე ხელისუფლის სისუსტე და ცალკე ერის დაქსაქსულობა იყო. ერის გახლეჩას, სასტიკი მტერიც ხელს უწყობდა და ცბიერი ღიმილით მოსული მომთაბარეც. ათასნაირი ფოჩიანი კანფეტებითა თუ ჭრელი ხალათებით ავსებდა სუსტი ნებისყოფისა და უღირსობის ავადმყოფობით შეპყრობილ ვაი-ქართველებს. უცხოური ჩვენთვის მიუღებელი ქცევით შემოსილები და ქისაში ფულით გავსებულები კი მომხდურს რაშიც ეხმარებოდნენ და ხელს უწყობდნენ, ეროვნული იდენტობის წაშლა და სარწმუნოებასთან დაშორება გახლდათ. თუმცა სწორედაც, რომ ჩვენი მრავალ საუკუნოვანი ისტორიიდან გვახსოვს, დიდებული და ბრწყინვალე პერიოდებიც არა ერთხელ გვქონია. ოღონდ ამ ყველაფერს ხელისუფლის პრინციპულობა, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცება და რა თქმა უნდა სამშობლოს განუზომელი სიყვარული სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება“, - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილისა და ძარცვის იდეოლოგიაა - „OC Media“-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს
ზურაბ ქადაგიძე გამჭვირვალობის კანონზე: ანა სუბელიანს და ლაშა ბუღაძეს გალობა დააწყებინა კანონმა - მეტი რა უნდა ექნა ერთ კანონს?!
ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებზე: ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და ... რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში... ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?!
შალვა პაპუაშვილი: NED-ისა და EED-ის დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი. მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში
კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული
არქივი