სასამართლომ Crocus City Hall-ის ტერაქტში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 25 მარტი 2024, 08:59

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ Crocus City Hall-ის ტერაქტის ჩადენაში ბრალდებულ ოთხივე მოქალაქეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდათ.

ბრალდების მხარე მათთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანრი ოხანაშვილმა რეგლამენტის დარღვევისთვის კომიტეტის სხდომიდან სალომე სამადაშვილიც გააძევა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვიამაყებთ დღევანდელი ერთად დგომით და ჩვენ შვილებს ვეტყვით, რომ ვიდექით იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს, ქართულ სახელმწიფოს დასჭირდა ჩვენი ყოფნა
ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან რეგლამენტის დარღვევისთვის თამარ კორძაიაც გააძევა
ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი წკომიტეტის სხდომათა დარბაზიდან გააძევა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო
არქივი