რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ერთხელ საქართველო 2008 წელს და ორჯერ - უკრაინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 16 დეკემბერი 2025, 23:55

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა, სამჯერ - ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ ეს იყო უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“.

პრემიერის თქმით, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში.

„ნატოს რაც შეეხება, რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა. ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა, სამჯერ. ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ ეს იყო უკრაინა. დღეს ვხედავთ, რომ აშშ ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე. ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. ეს არ არის სიახლე, იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს გაფართოების შეჩერებაზე საუბარი დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე. აქ აისახა ის, რაზეც ორი-სამი წელია მიმდინარეობს საუბრები. ჩვენ აქაც პრაგმატულად უნდა შევხედოთ მოვლენების განვითარებას. დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ამ წლების განმავლობაში, თუმცა, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას მშვიდად და მოთმინებით“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ
ალიევი: საჭიროა ვიფიქროთ არსებული გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, რადგან დღეს „სამხრეთის გაზის დერეფანი“ უკვე სრულად არის დატვირთული
ტრამპმა ზელენსკის შოუმენი უწოდა: მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა უკრაინელი ბარნუმის (ზელენსკისთვის) ყველაფრის გადაცემაზე
გურამ მაჭარაშვილი: დიფ სთეითმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაღებინა გადაწყვეტილება, რმელიც შეფასდა ისტორიაში როგორც თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და თავისუფალ სიტყვაზე
გურამ მაჭარაშვილი გიგაურზე და ჯაფარიძეზე: გამოდიოდნენ და პირდაპირ ამბობდნენ, რომ დიახ, ახლა გავისეირნოთ ჩვენ აფხაზეთში, შევაკავოთ რუსეთის არმია, შევეხიდოთ ქალების და ბავშვების დახოცვაშიო
არქივი