ბრიტანეთის მთავრობა: მთავრობამ დაუკვეთა დამოუკიდებელი შემოწმება ქვეყნის პოლიტიკაში უცხოური ფინანსური ჩარევის საკითხზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 17 დეკემბერი 2025, 00:04
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაუკვეთა დამოუკიდებელი შემოწმება ქვეყნის პოლიტიკაში უცხოური ფინანსური ჩარევის საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

„მთავრობამ დაუკვეთა დამოუკიდებელი შემოწმება გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემებში უცხოური ფინანსური ჩარევის საკითხზე, რომელსაც ევროკავშირიდან გასვლის დეპარტამენტის ყოფილი მუდმივი მდივანი, ფილიპ რაიკროფტი უხელმძღვანელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„აღნიშნული შემოწმება არის პასუხი ბრიტანული დემოკრატიისთვის პოლიტიკური ჩარევის შედეგად შექმნილ მზარდ საფრთხეზე, მათ შორის ევროპარლამენტის ყოფილი წევრის, ნეითან გილისა [გასულ თვეში დამნაშავედ ცნეს და 10.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პრორუსული ნარატივების ხელშეწყობის მიზნით ქრთამის აღებისთვის] და კრისტინ ლის [დიდ ბრიტანეთში მოღვაწე იურისტი, რომელიც იდენტიფიცირებული იყო როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ფარული აგენტი] შოკისმომგვრელ შემთხვევებზე“, - აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში.

შემოწმება უზრუნველყოფს ამჟამინდელი ფინანსური წესებისა და დაცვის მექანიზმების სიღრმისეულ შეფასებას და შესთავაზებს რეკომენდაციებს უცხოური პოლიტიკური ჩარევის რისკების შემდგომი შემცირებისთვის.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ
ალიევი: საჭიროა ვიფიქროთ არსებული გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, რადგან დღეს „სამხრეთის გაზის დერეფანი“ უკვე სრულად არის დატვირთული
ტრამპმა ზელენსკის შოუმენი უწოდა: მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა უკრაინელი ბარნუმის (ზელენსკისთვის) ყველაფრის გადაცემაზე
გურამ მაჭარაშვილი: დიფ სთეითმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაღებინა გადაწყვეტილება, რმელიც შეფასდა ისტორიაში როგორც თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და თავისუფალ სიტყვაზე
გურამ მაჭარაშვილი გიგაურზე და ჯაფარიძეზე: გამოდიოდნენ და პირდაპირ ამბობდნენ, რომ დიახ, ახლა გავისეირნოთ ჩვენ აფხაზეთში, შევაკავოთ რუსეთის არმია, შევეხიდოთ ქალების და ბავშვების დახოცვაშიო
არქივი