პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, რომ 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეკა გიგაური და ზურა ჯაფარიძე რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ.
„ეს ზუსტად ის ხალხია, 2022 წელს თებერვალში, [რუსეთ-უკრაინის] ომი რომ დაიწყო და ზეწოლა იყო საქართველოს ხელისუფლებაზე მეორე ფრონტი გახსნილიყო. გამოდიოდნენ და პირდაპირ ამბობდნენ, რომ დიახ, ახლა გავისეირნოთ ჩვენ აფხაზეთში, შევაკავოთ რუსეთის არმია, შევეხიდოთ ქალების და ბავშვების დახოცვაში, ომი გვინდა, სჯობდა, რომ ცეცხლის წვიმები იყოსო. ეს ის ხალხია ყველა ისევ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |