ალიევი: საჭიროა ვიფიქროთ არსებული გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, რადგან დღეს „სამხრეთის გაზის დერეფანი“ უკვე სრულად არის დატვირთული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 03 მარტი 2026, 15:38

ათწლეულზე მეტია, რაც სამხრეთის გაზის დერეფნის ინიციატივა თავის მდგრადობას ამტკიცებს. ახლა, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე 12 წლის წინ, როდესაც ეს ინიციატივა დავიწყეთ, გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ერთად შეკრება და ენერგოუსაფრთხოების საკითხების განხილვა, - განაცხადა ილჰამ ალიევმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში სხვადასხვა სირთულე და გამოწვევა ფიქსირდებოდა.

„მიუხედავად ყველა ამ დაბრკოლებისა და ჩვენს რეგიონში არსებული მძიმე პერიოდებისა, აზერბაიჯანისა და მისი პარტნიორების მიერ მრავალი ქვეყნისთვის მიწოდებული ენერგოუსაფრთხოება გახდა ისეთი რამ, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. საჭიროა ვიფიქროთ არსებული გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, რადგან დღეს „სამხრეთის გაზის დერეფანი“ უკვე სრულად არის დატვირთული. ჩვენ ასევე განვიხილავთ ქსელის გაფართოებისა და ინტერკონექტორების მშენებლობის შესაძლებლობებს, რათა დავაკმაყოფილოთ ბაზრის მზარდი მოთხოვნა და მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შევძლოთ მაქსიმალური მოცულობის ექსპორტი“, - აღნიშნა ალიევმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ
ტრამპმა ზელენსკის შოუმენი უწოდა: მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა უკრაინელი ბარნუმის (ზელენსკისთვის) ყველაფრის გადაცემაზე
გურამ მაჭარაშვილი: დიფ სთეითმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაღებინა გადაწყვეტილება, რმელიც შეფასდა ისტორიაში როგორც თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და თავისუფალ სიტყვაზე
გურამ მაჭარაშვილი გიგაურზე და ჯაფარიძეზე: გამოდიოდნენ და პირდაპირ ამბობდნენ, რომ დიახ, ახლა გავისეირნოთ ჩვენ აფხაზეთში, შევაკავოთ რუსეთის არმია, შევეხიდოთ ქალების და ბავშვების დახოცვაშიო
ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება გაართულოს
არქივი